გრაფიკული ნოველების სტუდენტური კონკურსის პროექტის სახელმძღვანელო

მოსწავლეებს საქართველოდან და მოლდოვადან ვიწვევთ ინოვაციური და შემოქმედებითი გრაფიკული ნოველების შესაქმნელად. გამარჯვებული განაცხადები გამოქვეყნდება Centropa-ს ტრანსნაციონალური ისტორიის ვებსაიტზე. 

ჩვენ მივესალმებით თქვენს განაცხადებს შემდეგ თემებზე:

  • „ცნობილი ებრაელი პიროვნება ჩემი ქვეყნიდან“
  • „ჩემი რეგიონის უცნობი ებრაული მემკვიდრეობა“
  • ებრაელების ბიოგრაფიები Centropa-ს მონაცემთა ბაზიდან

რას ველით თქვენი განაცხადებისგან?

  • თქვენი განაცხადები თქვენს ორიგინალურ ილუსტრაციებსა და ტექსტებს უნდა მოიცავდეს
  • ტექსტი შესრულებული უნდა იყოს ინგლისურად. თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მშობლიური ენა, რასაც დაურთავთ ინგლისურ თარგმანს. 
  • თქვენი ნამუშევრები უნდა იყოს 6-დან 15-გვერდამდე (თუ საჭიროება მოითხოვს, დაემატება თარგმანი). 
  • ნამუშევარს უნდა ჰქონდეს სატიტულო გვერდი, რომელზეც იქნება მოცემული პროექტის სახელი, გრაფიკული ნოველის ავტორის/ავტორების სახელები და გვარები, თქვენი სკოლა (და თქვენი მასწავლებელი). ამასთანავე თქვენს ნამუშევარს შესავალი ტექსტი უნდა ჰქონდეს, რომელიც მკითხველს მოკლედ აუხსნის რა სახის ისტორიის მოყოლას აპირებთ. 

აქ არის წარმატებული ნამუშევრები Centropa-ს წინა ახალგაზრდული კონკურსიდან, რომელიც ეფუძნება Centropa-ს  მიერ მომზადებულ ებრაელ ქალთა ინტერვიუებს: 

ანნა მასსის ისტორია „მამაჩემის შეგირდი“ (დაფუძნებულია ანნა მასსის ისტორიაზე)

„როგორ შეიძლება გადარჩეს“ (დაფუძნებულია ვერა ვექსლერის ცხოვრების ისტორიაზე)

„რას ნიშნავს იყო ნამდვილი ებრაელი“ (დაფუძნებულია დებორა ავერბუხის ცხოვრების ისტორიაზე). 

„იცოცხლე სიცოცხლისთვის“ (დაფუძნებულია ტილდა გალპერტის ცხოვრების ისტორიაზე). 

როგორ გამოაგზავნოთ თქვენი გრაფიკული ნოველა?

  • გთხოვთ, თქვენი გრაფიკული ნოველები ატვირთოთ სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, რომელსაც ნახავთ Centropa-ს ტრანსნაციონალური ისტორიის ვებსაიტზე აქ
  • არ დაგავიწყდეთ გრაფიკული ნოველის ყველა ავტორის მითითება. 
  •  დაარქივით სახელი თქვენს პროექტს. 

რჩევები: 

  • გამოგზავნამდე თქვენი ტექსტი გრამატიკულად ინგლისურის მასწავლებელს გაასწორებინეთ. ასევე, რეკომენდირებულია, რომ ტექსტის ფაქტოლოგიური მხარე ისტორიის მასწავლებელმა შეამოწმოს. 
  • ფრთხილად შეარჩიეთ ის თემები, რაზეც პოსტებს გააკეთებთ. დარწმუნდით, რომ თქვენი ლექსიკა კორექტულია და  არ იქნება შეურაცხმყოფელი. ასევე, შესაბამისი პატივისცემა გამოხატეთ მემორიალური ადგილებისადმი. თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი განაცხადის შემოსვლის თაობაზე, არ მოგერიდოთ, სთხოვეთ უფროსებს, მასწავლებლებს ან ჩვენ Centropa-ს. 

თუ თქვენ დაგჭირდებათ დახმარება ან გექნებათ კითხვები დაგვიკავშირდით Centropa- (germanyoffice@centropa.org) ან დაუკავშირდით ჩვენს პარტნიორს საქართველოში თეონა დალაქიშვილს (teonadalak@gmail.com), აზერბაიჯანში გულნარა ისმაილოვას (gismailova2015@gmail.com) მოლდოვაში იონ უნგურეანუს  (ion@ecovisio.org). 

 

შემოთავაზებები თუ სად შეგიძლიათ ნახოთ მასალები გრაფიკული ნოველისთვის:

  • ებრაელების ბიოგრაფიები და ფოტოები შეგიძლიათ იოპვნოთ Centropa-ს მონაცემთა ბაზაში. შეგიძლიათ მოძებნოთ სახელით, გვარით, ფოტოთი ან ქვეყნით. 
  •  დამატებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის ებრაული კულტურის, ტრადიციებისა და დღესასწაულების შესახებ შეგიძლიათ ესტუმროთ მოცემულ ვებსაიტებს: JewishVirtualLibrary.org ან MyJewishLearning.com.
  • ეროვნული და ქალაქის ბიბლიოთეკებს, არქივებსა და ებრაულ მუზეუმებს აქვთ ფოტოები ებრაეული ისტორიისა და ადგილების შესახებ. გუგლის საძიებო სისტემა კარგი დასაწყისი იქნებოდა ამისთვის „ქალაქის სახელი+ებრაელები“. 
  • ჩვენ ასევე გვინდა წაგახალისოთ, რომ აღმოაჩინოთ ადგილობრივი ებრაული მემკვიდრეობა და ისტორია, რაზეც ფოტოებისა და ვიდეობის გადაღებას თავად შეძლებდით. 
  • თუ თქვენ დაგჭირდებათ დახმარება ან გექნებათ კითხვები დაგვიკავშირდით Centropa-ს (germanyoffice@centropa.org) ან დაუკავშირდით ჩვენს პარტნიორს საქართველოში თეონა დალაქიშვილს (teonadalak@gmail.com), აზერბაიჯანში გულნარა ისმაილოვას (gismailova2015@gmail.com)(მოლდოვაში იონ უნგურეანუს  (ion@ecovisio.org). 

 

დაიმახსოვრეთ: 

ხელმეორედ ნუ გამოაგზავნით. 

არ გადააკოპიროთ სხვისი ნამუშევარი. 

არ გამოიყენოთ წყაროები, რომლებიც საეჭვო ან არასანდოა. თუ არ ხართ წყაროების სანდოობაში დარწმუნებულები, გთხოვთ მოგვწეროთ მეილი. 

დარწმუნდით, რომ სხვის ფოტოებს არ იპარავთ, რამაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. თუ არ იქნებით დარწმუნებულები ფოტო გამოიყენოთ თუ არა, მოგვწერეთ მეილზე. 

არ აჩვენოთ ფოტოები, გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ძალადობასა და მკვლელობას აჩვენებს. 

დაიმახსოვრეთ, ადამიანთა ისტორიებს პატივისცემით მოეკიდეთ.