სოციალური მედიის მოსწავლეთა პროექტის კონკურსის სახელმძღვანელო წესები

სკოლის მოსწავლეებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვადან ვიწვევთ ინოვაციური და შემოქმედებითი სოციალური მედიის პოსტების სერიების შესაქმნელად. პოსტებს მოსწავლეები მათთვის სასურველი სოციალური მედიის პლატფორმისთვის შექმნიან. გამარჯვებული პოსტების სერიები გამოქვეყნდება Centropa- სოციალური მედიის პლატფორმაზე, @centropa_trans.history (Instagram) ან https://www.facebook.com/trans.history.project/ (Facebook). მისასალმებელია TikToki-ისა და Instagram მოკლე ვიდეოების გამოგზავნაც!

 

ჩვენ ველოდებით პოსტებს შემდეგ თემებზე:

 

როგორი უნდა იყოს თქვენი პოსტები?

  • უნდა გამოგზავნოთ შერჩეულ თემასთან დაკავშირებული 12 პოსტი
  • გთხოვთ, თითოეული პოსტისთვის გამოიყენოთ, როგორც მოძრავი გამოსახულება ასევე თან დაურთოთ ტექსტები
  • მხოლოდ გამოსახულებიანი პოსტებისთვის არ გამოიყენოთ 5 ფოტოზე მეტი და თითოეული ვიდეო (ცალცაკლე) არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს
  • გთხოვთ, გამოიყენოთ ჰეშთეგები, რათა გაზარდოთ თქვენი პოსტების ჩართულობა და აქტიურობა

 

თანმხლები ტექსტი შეიძლება იყოს თქვენს მშობლიურ ენაზე. თუმცა მას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ინგლისური თარგმანი (მაგ. ტექსტი პოსტში ან სუბტიტრები ვიდეოში). ასევე, პოსტი უნდა შეიცავდეს იმ მოსწავლეების სახელებს, რომლებიც მის შექმნაში იყვნენ ჩართულები და სტრიქონს იმის შესახებ, რომ „პოსტი შექმნილია, როგორც ცენტროპას ტრანსნაციონალური ისტორიის ახალგაზრდული 2022/2023 კონკურსის ნაწილი“ („Created as part of Centropa Trans. History Youth Competition 2022/2023”). თუ ფოტოს სხვა წყაროდან აიღებთ, გთხოვთ მიუთითოთ წყარო (როგორ და სად უნდა მოიპოვოთ მასალები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ).

 

 როგორ გამოაგზავნოთ სოციალური მედიის პოსტები:

  • თუ აგზავნით ვიდეოს: გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი ფაილები WeTransfer-ის ან სხვა ანალოგიური პლატფორმის მეშვეობით
  • თუ აგზავნით ტექსტს ან ფოტოებს: გთხოვთ, გამოაგზავნოთ ვორდის კოკუმენტით (Word Document), ხოლო ფოტოების შემთხვევაში მკაფიოდ გამოკვეთეთ, რომელი ფოტო რომელ ტექსტს ეკუთვნის
  • გთხოვთ თქვენი პროექტი გამოაგზავნოთ აქ.

 

პოსტის გამოგზავნისას გთხოვთ თქვენი პოსტების შესახებ შემდეგი დამატებითი ინფორმაცია მიუთითოთ: 

  • პოსტების შექმნაში ჩართული ყველა ავტორის სახელი და გვარი
  • განრიგი თქვენი პოსტებისთვის, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. მაგალითად, თუ ქმნით პოსტების სერიას ებრაული დღესასწაულების შესახებ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება პოსტები გამოქვეყნდეს სპეციალურად შერჩეულ დროს
  • თქვენი პროექტის/სოციალური მედიის სერიის სახელწოდება და მოკლე აღწერა

 

რჩევები: 

  • თუ ქმნით სოციალური მედიის სერიებს, რეკომენდირებულია, რომ პირველ რიგში, შექმნათგაცნობითიპოსტი, რომელიც მნახველს შეუქმნის შთაბეჭდილებას
  • ტექსტების გამოგზავნამე ინგლისურის მასწავლებელს შეამოწმებინეთ გრამატიკული შეცდომები. ასევე შეგიძლიათ ფაქტები ისტორიის მასწავლებელს შეამოწმებინოთ
  • ფრთხილად შეარჩიეთ ის თემები, რაზეც პოსტებს გააკეთებთ. დარწმუნდით, რომ თქვენი ლექსიკა კორექტულია და  არ იქნება შეურაცხმყოფელი. ასევე, შესაბამისი პატივისცემა გამოხატეთ მემორიალური ადგილებისადმი. თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი განაცხადის შემოსვლის თაობაზე, არ მოგერიდოთ, სთხოვეთ უფროსებს, მასწავლებლებს ან ჩვენ Centropa- (germanyoffice@centropa.org), რათა გადავამოწმოთ თქვენი განაცხადი. დამატებითი ინფორმაციისთვის, ჰოლოკოსტისა და ისტორიის თემაზე პოსტების შესაქმნელად შემდეგი ვებსაიტები დაგეხმარებათ

https://www.holocaustremembrance.com/resources/educational-materials/using-social-media-holocaust-education 

https://www.ushmm.org/information/visit-the-museum/building-policies/social-media

https://www.ushmm.org/teach/fundamentals/guidelines-for-teaching-the-holocaust

 

შემოთავაზებები თუ სად შეგიძლიათ იპოვნოთ შთაგონება და მასალები თქვენი განაცხადებისთვის: 

  • ებრაელების ბიოგრაფიები და ფოტოები შეგიძლიათ იოპვნოთ Centropa- მონაცემთა ბაზაში. შეგიძლიათ მოძებნოთ სახელით, გვარით, ფოტოთი ან ქვეყნით
  •  დამატებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის ებრაული კულტურის, ტრადიციებისა და დღესასწაულების შესახებ შეგიძლიათ ესტუმროთ მოცემულ ვებსაიტებს: JewishVirtualLibrary.org ან MyJewishLearning.com.
  • ეროვნული და ქალაქის ბიბლიოთეკებს, არქივებსა და ებრაულ მუზეუმებს აქვთ ფოტოები ებრაეული ისტორიისა და ადგილების შესახებ. გუგლის საძიებო სისტემა კარგი დასაწყისი იქნებოდა ამისთვისქალაქის სახელი+ებრაელები“. 
  • ჩვენ ასევე გვინდა წაგახალისოთ, რომ აღმოაჩინოთ ადგილობრივი ებრაული მემკვიდრეობა და ისტორია, რაზეც ფოტოებისა და ვიდეობის გადაღებას თავად შეძლებდით
  • თუ დახმარება გჭირდებათ ან გაქვთ რაიმე შეკითხვა, დაგვიკავშირდით Centropa-ზე (germanyoffice@centropa.org) ან დაუკავშირდით ჩვენს პარტნიორ იონ უნგურეანუს (ion@ecovisio.org) მოლდოვაში, გულნარა ისმაილოვა (gismailova2015@gmail.com) აზერბაიჯანში და თეონა დალაქაშვილი (teonadalak@gmail.com) საქართველოში.

 

დაიმახსოვრეთ:

  • ხელმეორედ ნუ გამოაგზავნით
  • არ გადააკოპიროთ სხვისი ნამუშევარი
  • არ გამოიყენოთ წყაროები, რომლებიც საეჭვო ან არასანდოა. თუ არ ხართ წყაროების სანდოობაში დარწმუნებულები, გთხოვთ მოგვწეროთ მეილი
  • დარწმუნდით, რომ სხვის ფოტოებს არ იპარავთ, რამაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. თუ არ იქნებით დარწმუნებულები ფოტო გამოიყენოთ თუ არა, მოგვწერეთ მეილზე
  • არ აჩვენოთ ფოტოები, გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ძალადობასა და მკვლელობას აჩვენებს
  • დაიმახსოვრეთ, ადამიანთა ისტორიებს პატივისცემით მოეკიდეთ