მოსწავლეთა ფილმების პროექტის სახელმძღვანელო წესები

შესავალი:

სკოლის მოსწავლეებს საქართველოდან და მოლდოვადან ვიწვევთ ინოვაციური და კრეატიული ფილმის პროექტის შესაქმნელად. გამარჯვებული სერიები განთავსდება Centropa-ს ვებგვერდზე, სოციალური მედიის პლატფორმებზე @centropa_trans.history (Instagram) და https://www.facebook.com/trans.history.project/ (Facebook). 

 

ჩვენ მივიღებთ თქვენს ფილმებს შემდეგ თემებზე:

  •         ჩემი ქვეყნის ცნობილი ებრაელი ადამიანები
  •         ჩემი რეგიონის (უცნობი) ებრაული მემკვიდრეობა
  •         ებრაელების ბიოგრაფიები Centropa-ს მონაცემთა ბაზიდან

ფილმები ისტორიულად ზუსტი უნდა იყოს,  ამასთანავე ინოვაციური და შემოქმედებითი და ყვებოდეს საინტერესო ამბავს. თითოეული ფილმი 5-დან 10 წუთამდე უნდა იყოს.

ჩვენ მონაწილეებს მოვუწოდებთ, რომ ფილმები წარმოადგინონ YouTube ლინკების სახით, რომელსაც სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით ამ ვებგვერდიდან გამოგზავნით. თუ გირჩევნიათ, რომ ფილმები mp4 ფაილის სახით გამოგზავნოთ, გთხოვთ ის www.wetransfer.com -ით გაგვიზიაროთ შემდეგ მეილზე germanyoffice@centropa.org.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  1. ფილმი უნდა იყოს თქვენს მშობლიურ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.
  2. ფილმი მთლიანად უნდა მომზადდეს მოსწავლეების მიერ და ასევე ფილმის მთხრობელები უნდა იყვნენ მოსწავლეები და არა მასწავლებლები ან სხვა პროფესიონალები.

ფილმის მომზადების პროცესში შეიძლება იყოს ჩართული ბევრი მოსწავლე:

  • ზოგიერთმა შეიძლება ისტორიული მასალები და ინფორმაცია მოიძიოს (ამ ნაწილში მასწავლებლებიც დაგეხმარებიან, ასევე შეგიძლიათ კონსულტაცია მიიღოთ ცენტროპას გუნდისგან ისტორიასთან დაკავშირებულ კითხვებზე, დასვით შეკითხვა ამ ფორმის საშუალებით, მოგვმართეთ მეილზე Germanyoffice@centropa.org ან შემოგვიერთდით ტრანს. ისტორიის ფეიბუქ გვერდზე.)
  • ზოგიერთი იმუშავებს ფოტოების ვიზუალურ გაუმჯობესებაზე, როგორიცაა ფოტოშოპი.
  • ზოგიერთი ფილმის ტექსტს მოამზადებს
  • ზოგიერთი კი მოიპოვებს საავტორო უფლებებისგან თავისუფალ მუსიკას, რომელსაც ფილმისთვის გამოიყენებთ
  • სხვები კი ფილმის თხრობისა და ინგლისური სუბტიტრების გაკეთებით დაკავდებიან. 

რა უნდა დაურთოთ ფილმს?

დაახლოებით 7-წუთიანი ვიდეოსთვის დაგჭირდებათ 40-მდე ფოტო (უხეშად რომ ვთქვათ ყოველ 10 წამზე 1 ფოტო), შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საკუთარი ასევე საარქივო წყაროებიდან მოპოვებული ფოტოები, თუკი მათი მოპოვება უფასო იქნება. ფილმის დასასრულში თითოეული ფოტოს წყარო მიუთითეთ.

შეგიძლიათ ასევე თქვენი ქალაქის/სოფლის ვიდეო ჩასვათ, რომელიც ძველ ან არსებულ  ებრაული დასახლების ადგილს წარმოადგენს. საუკეთესო პრაქტიკული მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ: „ჩვენი ქალაქის ებრაული ისტორია“.

trans-history_video-guidelines_introduction_01 trans-history_video-guidelines_introduction_02

თანმიმდევრული სახელმძღვანელო წესები

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს თანმიმდევრულ, ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო წესებს თუ როგორ შექმნათ ფილმი თქვენი ქალაქის/სოფლის ან რეგიონის ებრაული ისტორიის ან ებრაული მემკვიდრეობის შესახებ. 

ნაბიჯი 1. მოსწავლეებმა უნდა დაიწყონ კვლევით, ინფორმაციის მოძიებით, რათა მათ იცოდნენ შემდეგი ინფორმაცია:

ა. როდის მოვიდნენ ებრაელები თქვენს ქალაქში?

ბ. რამდენი სინაგოგა იყო მაშინ, როდესაც ამ ქალაქში ებრაულმა მოსახლეობამ პიკს მიაღწია?

გ. როდის იყო ებრაული მოსახლეობა ყველაზე მეტი და რამდენი იყო ეს?

დ. ვინ იყვნენ ყველაზე ცნობილი ებრაელები, რომლებიც ამ ქალაქიდან ან მიმდებარე ტერიტორიიდან იყვნენ?

ე. რამდენი ებრაელი ცხოვრობს ამჟამად და რომელი ებრაული ადგილებია შემორჩენილი, როგორიცაა სასაფლაო?

ვ. რა საქმით იყვნენ დაკავებულები ებრაელები თქვენს ქალაქში?

ზ. რა ხდებოდა თქვენს ქალაქში ჰოლოკოსტის დროს?

თ. რა მოუვიდათ ებრაელებს თქვენს ქალაქში ჰოლოკოსტის შემდეგ?

ი. აღწერეთ ებრაული თემის აქტივობა თქვენს ქალაქში დღეს. 

შენიშვნა წყაროებთან დაკავშირებით: ვიცით, რომ სტუდენტები ინტერნეტს დაეყრდნობიან ფაქტების მოძიებისას. ეს არაა პრობლემა მანამ, სანამ სტუდენტები უთითებენ წყაროს წარმომავლობას კარგი რეპუტაციის მქონე

წყაროებიდან. ჩვენ ამ გადაწყვეტილების უფლებას მასწავლებლებს ვუტოვებთ, რადგან ენის მიხედვით სანდო წყაროებიც განსხვავებულია.  Yad Vashem, აშშ-ის ჰოლოკოსტის მუზეუმი, ებრაული ვირტუალური ბიბლიოთეკა წარმოადგენს მისაღებ და სანდო წყაროებს. 

როდესაც საქმე ებრაელი ხალხის აღწერას ეხება ჰოლოკოსტის დროს, როგორიცაა თარიღები, პიროვნებები ან რიცხვები, აუცილებლად ორი ან მეტი წყარო უნდა მიეთითოს თითოეულ ფაქტს. 

დაიმახსოვრეთ, რომ ამ ყველაფერს განიხილავენ დარგის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან.

 

trans-history_video-guidelines_step02_01 trans-history_video-guidelines_step02_02 trans-history_video-guidelines_step02_03

ნაბიჯი 2. ჩასვით კარგი ფოტოები, რისი საშუალებითაც ამბავს მოყვებით:

სად ვიპოვნოთ კარგი ფოტოები: ვებგვერდების გარდა, ეროვნულ და ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და არქივებში იქნება ფოტოები ებრაული ისტორიისა და ადგილების შესახებ. ფოტოებს ასევე ნახავთ ებრაულ მუზეუმებში. დაიმახსოვრეთ, რომ თუ დაგუგლავთ ქალაქის სახელი + ებრაული, ბევრ ფოტოს აღმოაჩენთ. 

მაგრამ ყურადღებით შეარჩიეთ მაღალი რეზოლუციის ფოტოები, ყველაზე ნაკლები შეიძლება იყოს 1084×824 – სხვა შემთხვევაში ისინი ვიდეოში კარგად არ გამოჩნდება. 

მუზეუმებსა და არქივებში წასვლა: ფოტოების დასკანერება რთული არ იქნება, მაგრამ შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს და იყოს გარკვეული გადასახადიც. 

ამიტომაც, შესაძლებელია რომ მოსწავლეებმა კარგი ფოტოები თავიანთი კამერის საშუალებითაც გადაუღონ მუზეუმსა და არქივებში არსებულ ფოტოებს (შენიშვნა: საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით არქივებში საკუთარი მოწყობილობით საარქივო დოკუმენტსა და ფოტოზე სურათის ან/და ვიდეოს გადაღება იკრძალება, შესაძლებელია მხოლოდ დასკანერება, კონკრეტული საფასურის გადახდის შემთხვევაში. ბიბლიოთეკებში ფოტოების, ვიდეოების გადაღება დაშვებულია). მნიშვნელოვანია, რომ ფოტოები კარგი ხარისხის იყოს. მაგალითისთვის იხილეთ ფოტოები ზემოთ. დარწმუნდით, რომ იღებთ მაღალი რეზოლუციით! შემდგომ შეგიძლიათ ფოტოს დასარედაქტირებელი აპლიკაცია გამოიყენოთ და ჩამოჭრათ.

trans-history_video-guidelines_step03_01 trans-history_video-guidelines_step03_02

ნაბიჯი 3. ვიდეოს გადაღება

ამ ეტაპზე, თქვენ უკვე გაქვთ ძველი ფოტოები და ჩატარებული გაქვთ კარგი კვლევა. სტუდენტები ახლა უნდა ეწვიონ ებრაულ ადგილებს თავიანთ ქალაქებში (ან უახლოეს ქალაქში) და გადაიღონ კარგი ფოტოები ან ვიდეოები საკუთარი ციფრული მოწყობილობებით. ბევრ მობილურ ტელეფონს აქვს ვიდეოს გადაღების ფუნქცია, თუმცა უმჯობესი იქნება თუ უკეთესი ხარისხის მოწყობილობით გადაიღებთ. 

ვიდეოს გადაღებისთვის, გაძლევთ რამდენიმე ძირითად რჩევას:

  • თუ ადამიანი ან ობიექტი, რომელსაც უღებთ მოძრაობს, კამერა დაიჭირეთ და გადაიღეთ ვიდეო. თუ ადამიანი ზის ან უღებთ სინაგოგას, მაშინ ტრიპოდი (კამერის დასაყენებელი სამფეხა) დაგჭირდებათ!
  • თუ გსურთ, რომ სინაგოგის გუმბათი ან საკურთხეველი გადაიღოთ კამერა ფრთხილად და ნელა აწიეთ ან ჩამოწიეთ. 
  • ყოველი მონაკვეთი მინიმუმ 20-წამიანი უნდა იყოს. 
  • თუ ვინმესგან ინტერვიუს აღებას, მათ ჩაწერას აპირებთ, განსაკუთრებით კი ღია ცის ქვეშ, სადაც ისედაც ხმაური იქნება, დაგჭირდებათ პატარა მიკროფონი. მიკროფონი იმ ადამიანს უნდა გაუწოდოთ, ვის ჩაწერასაც აპირებთ. ჩვენ გვესმის, რომ შეიძლება გაგიჭირდეთ მიკროფონის პოვნა, მაგრამ მაინც სცადეთ!

ნაბიჯი 4: ამბის დაფა

მოსწავლეებს დასჭირდებათ ამბის დაფა ან ფილმის სკრიპტი (ტექსტი) – ინგლისურად. სკრიპტი უნდა იყოს MS word-ში და იქვე უნდა მიამაგროთ ფილმის ფოტოები. (გაითვალისწინეთ: ვორდის ფაილში მაღალი ხარისხით არ ატვირთოთ ფოტოები, შეიძლება გაჭედოს ვორდის დოკუმენტმა). 

დაიმახსოვრეთ: მოსწავლეებს უნდა გაუმეოროთ ხშირად, რომ “ჩვენ გვინდა, რომ ამბავი მოყვეთ. გამოიყენეთ ფოტოები ან ვიდეოები, ან ორივე ერთად, მაგრამ მთავარია შექმნათ ამბავი, რომელსაც მოყვებით”. თუ სკოლას შემოქმედებითი წერის მასწავლებელი ჰყავს, დაიხმარეთ. 

აქვე მოცემული გვაქვს მაგალითის სახით “ჩვენი ქალაქის ებრაული ისტორია”, თუ როგორი უნდა იყოს ფილმის თხრობის ძირითადი ხაზი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეოები ან ფოტოები, ან ორივე ერთად.

trans-history_video-guidelines_storyboard_01

ეს ჩვენი ქალაქის ფოტოა, რომელიც 1120 წელს დაარსდა. დღეს ქალაქში 500.000 ადამიანი ცხოვრობს და დღეს ამ ქალაქის ებრაული ისტორია უნდა გაგაცნოთ.

trans-history_video-guidelines_storyboard_02

ებრაელები აქ 1300 წლიდან ცხოვრობდნენ, მათ მოსახლეობის მაქსიმუმს 1920 წელს მიაღწიეს, როდესაც 11.000 ებრაელი ცხოვრობდა. 

trans-history_video-guidelines_storyboard_04

ებრაულმა ოჯახებმა ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ისინი იყვნენ მუშები, ტავერნების მფლობელები, ექიმები და იურისტები. ისინი ასევე ზოგიერთ მაღაზიასაც ფლობდნენ, მაგალითად როგორც ბატონი ჰერსკოვიცი.

trans-history_video-guidelines_storyboard_05

ჩვენს ქალაქს ორი ებრაული სკოლა ჰქონდა. ფოტოზე გამოსახულია 1920 წლის დამამთავრებელი კლასი.

trans-history_video-guidelines_storyboard_06

აი, კიდევ ერთი ფოტოც. ზემოთ არაა ივრითული წარწერა, ივრითულადაა—, ეს იდიშია, და იკითხება ასე: ________________.

trans-history_video-guidelines_storyboard_07

ჰაშომერ ჰაიზარი ჩვენი ქალაქის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჰოშომერი იყო [აღწერეთ]

trans-history_video-guidelines_storyboard_08

ჩვენ ასევე გვქონდა კონკურენტული ებრაილი კლუბი სახელად ბატარი.

trans-history_video-guidelines_storyboard_09

და სპორტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქისთვის – ეს სურათი არის მაკაბის მცურავთა გუნდისაა 1930 წლებიდან.

trans-history_video-guidelines_storyboard_10

ჰოლოკოსტი ჩვენს ქალაქს 1941 წელს შეეხო. თუმცა 4.500 ებრაელი გაიქცა და 5.000 გააგზავნეს სიკვდილის ბანაკებში 1942 წელს, სადაც მათი უმრავლესობა მოკლეს. ფოტოზე არის ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა პირადობის მოწმობები.

trans-history_video-guidelines_storyboard_11

აქ არის ფოტო, სადაც ებრაელები დახოცეს. ამას ეწოდება_______________.

trans-history_video-guidelines_storyboard_12

ამჟამად ქალაქში გვაქვს სინაგოგა და ეს ბატონი კარპია, რომელიც ქალაქის ებრაული თემის პრეზიდენტია.

trans-history_video-guidelines_storyboard_13

 ეს სინაგოგის ინტერიერია, რომელიც ძალიან ლამაზია. არქიტექტორის სახელია ლეო როსტონი და აშენდა 1899 წელს.

trans-history_video-guidelines_storyboard_14

ჩვენი ებრაული სასაფლაოც ძალიან ლამაზია, რომელსაც 5.000-მდე საფლავს მოიცავს, მაგრამ ისინი ჩაზრდილია მიწაში.

trans-history_video-guidelines_storyboard_15

ეს არის ებრაული სასაფლაოს მონუმენტი, მათთვის ვინც გადაასახლეს. ჩვენ მემორიალზე დავთვალეთ 98 სახელი, ეს სახელები იყო იმ ებრაელების, ვინც ბანაკებში მოკლეს ____________.

trans-history_video-guidelines_storyboard_16

 ბატონი ბერცვაინი არის ებრაული თემის წარმომადგენელი. ის კბილის     ექიმი იყო, რომელიც აუშვიცს გადაურჩა და დღეს ჩვენს ქალაქში ცხოვრობს.

trans-history_video-guidelines_storyboard_17

ბატონი კარპი და ბერცვაინი ყოველ პარასკევ საღამოს სინაგოგაში მსახურობენ და აღავლენენ ტრადიციულ ლოცვებს. 

trans-history_video-guidelines_storyboard_18

თუმცა დღეს ჩვენს ქალაქში ბევრი ებრაელი არაა. ჩვენ გვაქვს საკვირაო სკოლა, სადაც ოცი მოსწავლე გვესწრება.

trans-history_video-guidelines_storyboard_19

ჩვენ საკმაოდ სიცოცხლით სავსე ებრაული სკოლა გვაქვს ქალაქში, მოსწავლეები ამ სკოლიდან ახლა უკვე ექიმებად, იურისტებად და მეცნიერებად მუშაობენ!

trans-history_video-guidelines_storyboard_20

ვიმედოვნებთ, რომ ისიამოვნეთ ვირტუალური ტური ჩვენს ებრაულ თემში. ჩვენ ვისწავლეთ, რომ იუდაიზმში სიტყვა Zachor მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს – გახსოვდეს. და ჩვენ გვახსოვს ჩვენი ებრაული თემი.


გთხოვთ გაითვალისწინეთ – ეს მხოლოდ სახელმძღვანელო მაგალითი იყო. ბუნებრივია, თუ თქვენ გსურთ ჭანუკას დღესასწაულის გადაღება ან მოხუცი მომღერალი ებრაელთა გუნდის ჩაწერა, ესეც საინტერესო იქნება. 

მნიშვნელოვანი რჩევა!


როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ სკრიპტზე მუშაობას, რომელიც იქნება ორ ენაზე, გრამატიკულად შეამოწმებინეთ ინგლისურის მასწავლებელს. ასევე ტექსტი უნდა შეამოწმოს ისტორიის მასწავლებელმა ისტორიულ ფაქტებზე. 

ჩვენ Centropa-ში მოხარულები ვიქნებით მოგცეთ უკუკავშირი, უბრალოდ  გამოაგზავნეთ მესიჯი  ან დაგვეკონტაქტეთ Facebook-ზე!

trans-history_video-guidelines_video-production_02 trans-history_video-guidelines_video-production_01

ნაბიჯი 5: ვიდეოს შექმნა

მოსწავლეებმა უნდა შექმნან ვიდეო, რომელიც შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა პროგრამაში ახლა —Microsoft Movie Maker, Sony Vegas, Apple iMovie, და სხვა. თუ თქვენს სკოლას აქვს IT განყოფილება ან მასწავლებელი, რომელიც სპეციალიზებულია ამ მიმართულებით, გთხოვთ დახმარება სთხოვოთ მათ ფილმის თხრობითი ნაწილის ჩაწერისთვის. 

 რჩევები!

  1. შეგროვება
    • შეაგროვეთ ყველა მასალა ერთ ფოლდერში
      • ფოტოები
      • ვიდეო კლიპები
      • აუდიტო ფაილები
      • ხმის ეფექტები
  2. გადატანა
    • გახსენით თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა (software) და დარწმუნდით, რომ გაქვთ წვდომა “გადატანაზე” იმ მასალების, რაც შეაგროვეთ. 
    • გადაიტანეთ ყველა მასალა, რათა მოაწესრიგოთ ის ფილმისთვის. 
  3.  მოწესრიგება
    • თქვენს პროგრამულ უზრუნველყოფას ექნება “timeline” ან “project area”, სადაც მოაწესრიგებთ ყველა თქვენს მასალას ფილმისთვის
    • ჯერ ჩაწერეთ ფილმის თხრობითი ნაწილი იმ ხმის ტონითა და სიჩქარით, რაც გსურთ.
    • როდესაც თხრობა დასრულებულია, დაამატეთ ფოტოები, აუდიო ფაილები, ვიდეო კლიპები და ხმის ეფექტები.  

**ხშირად შეინახეთ ცვლილებები!

  1. დაკონვერტირება
    • საბოლოო ვერსია გადაიტანეთ MOV ან  MP4 ფაილად
    • ფინალური ვერსია შეინახეთ თქვენს კომპიუტერში
    • შენახული ფაილი გამოაქვეყნეთ ონლაი: ატვირთეთ YouTube-ზე 

მნიშვნელოვანია!
ფილმის ბოლოს უნდა მიუთითოთ ყველა ის, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო და ყველაფერი, რაც გამოიყენეთ:

  • დაასახელეთ ყველა მოსწავლე
  • მუსიკა, რაც დაურთეთ
  • ფოტოები და ვიდეოები

კვლავ ვიმეორებთ– გთხოვთ, არ მოიპაროთ სხვისი ვიდეოები, მოძებნეთ ისეთი მუსიკა და ფოტოები, რომლებსაც არ აქვს საავტორო უფლებები. ძიების კარგი დასაწყისია უფასო მუსიკის არქივი მუსიკისთვის,  Flickr CC ან Wikimedia Commons ფოტოებისთვის.  გთხოვთ, ყოველთვის გაეცნოთ ლიცენზიის პირობებს, სანამ გამოიყენებთ ფოტოებს. 

საბოლოოდ, შეჯამების სექცია გამოიყენეთ იმისთვის, რათა მადლობა მოუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც მთელი ამ პროცესის დროს გეხმარებოდნენ – მასწავლებლები, ქალაქის ბიბლიოთეკა, ებრაული თემი – ან ვინც კვლევის დროის დაგეხმარათ.